ნოდარ ხადური: ვინც დაიმსახურა, ის პრემიას აუცილებლად მიიღებს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 25.09.2015
ნანახია: 1944

 

მთვარობა პრემიების სისტემის გადახედვას არ გეგმავს. ქვეყნის მტავარი ფინანსისტი მიიჩნევს, რომ სისტემა საკმაოდ მოწესრიგებულია.

“მემგონი ღია კარებს ვამტვრევთ, მინისტრების დონეზე პრემიების სისტემა მოწესრიგებულია, საჯარო სამსახურში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ შრომის ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ. მზად ვართ, ყველასთან კომუნიკაციაში შევიდეთ, მოწესრიგება არ ნიშნავს, რომ ადამიანებს პრემია არ უნდა მივცეთ, ვინც დაიმსახურა, ის პრემიას აუცილებლად მიიღებს,“- განაცხადა ნოდარ ხადურმა.  

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას ითხოვს. ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილავენ პირველი მოსმენით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე