დიეტოლოგებმა მავნებელი საახალწლო პროდუქტების სია შეადგინეს

საქართველო, თბილისი - 00:51 | 21.09.2015
ნანახია: 2360

დიეტოლოგებმა ყველაზე მავნებელი საახალწლო პროდუქტების სია შეადგინეს.

ყველაზე მავნებელ პროდუქტად ექიმებმა მაიონეზი მიიჩნიეს, რომელსაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა სალათში, მათ შორისაა ყველასთვის საყვარელი ”ოლივიე”. დიეტოლოგთა აზრით, ასეთი კერძები სასურველია, მცენარეული და ზეითუნის ზეთის შემადგენელი სალათებით შევცვალოთ.

საახალწლო სუფრის მავნებელ პროდუქტად დიეტოლოგებმა ასევე მიიჩნიეს ალკოჰოლური კოქტეილები და შამპანური. კოქტეილი მავნებელია იმიტომ, რომ ალკოჰოლისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი მძიმე ნაბახუსევს იწვევს, შამპანური კი შესაძლოა, გულძმარვის მიზეზი გახდეს, ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ მხოლოდ ერთი ბოკალით დავკმაყოფილდეთ.

ექიმები ასევე გვირჩევენ, უარი ვთქვათ ცხიმიან ხორციან კერძებზე, სასურველია, სუფრაზე კურდღლის ან ქათმის ხორცის კერძები გვქონდეს. რომლებიც შედარებით დიეტურია.

ის, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებს, უნდა მოერიდოს მანდარინს, რადგან ეს პროდუქტი, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ნაწლავებსა და კუჭის ლორწოვან გარსზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე