რაც მოხდა, მართლაც ამაზრზენი იყო - კახა კალაძე ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბის ფაქტზე

საქართველო, თბილისი - 14:13 | 22.01.2019
ნანახია: 660

თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, რაც თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდა, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის იყოს მისაღები არ არის.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ვინც საღად მოაზროვნეა, ეს მისაღები და დადებითი ვერ იქნება. რაც მოხდა, მართლაც ამაზრზენი იყო, ეს ყველამ ერთად ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები.

დაპირისპირების შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

კადრები სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება ფიზიკურად გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სპორტის სასახლეში, „რუსთავი 2“-ის გადაცემა "შაბათის კურიერმა" გაავრცელა. ვიდეოს ეთერში გასვლის შემდეგ  სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. რამდენიმე დღეა პოლიციაში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს ვინც ამ ინციდენტის უშუალო თვითმხილველია. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე