დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს

საქართველო, თბილისი - 14:06 | 22.01.2019
ნანახია: 647

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ საგაზაფხულო სესიაზე დატოვებს. როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ფრაქციის დატოვების თაობაზე განცხადებას 5 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთებს.

მისი თქმით, აღნიშნულ ფრაქციაში საშემოდგომო სესიაზე დროებით იმ მიზნით გაწევრიანდა, რომ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადების თაობაზე ფრაქციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს ტექნიკურად პრობლემა არ შექმნოდა.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ფრაქციის დატოვების შემდეგ საქმიანობას დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად გააგრძელებს.

დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსში“ მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც ფრაქცია ნატო ჩხეიძემ დატოვა. დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსში“ ხუთი წევრი დარჩება, რის გამოც ფრაქციას დაშლის საფრთხე დაემუქრება. რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე