ტერეზა მეი დროს წელავს, რაც ცეცხლთან თამაშია - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 13:47 | 22.01.2019
ნანახია: 619

Brexit-ის ალტერნატიული გეგმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ წარადგინა, ადასტურებს იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ის იმყოფება. ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა კატარინა ბარლეიმ მედიას განუცხადა.

 „იმედგაცრუებული ვარ (ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილი „გეგმა ბ“-ით). ვხედავ რომ ის (მეი) ძალიან რთულ მდგომარეობაშია. თუმცა თუ ცხადდება „გეგმა ბ“, ის უნდა განხორციელდეს. მაგრამ მან რა წარადგინა - ეს ფაქტობრივად აბსოლუტურად გამოუვალი მდგომარეობაა“, - მიიჩნევს ბარლეი.

 „ის დროს წელავს, ეს კი ცეცხლთან თამაშია“, - აღნიშნა ბარლეიმ.

მისი აზრით, ბრიტანეთის მთავრობამ უკვე გაუშვა ხელიდან  პარლამენტში ბრიუსელთან გარიგების დამტკიცების შანსი. „მან არ გაითვალისწინა ცალკეული ჯგუფების ინტერსები. მაგალითად, პროფკავშირების. თუ ის ასე გააგრძელებს, ყველაფერი ამაო იქნება. ისე, როგორც ახლაა“, - დაასკვნა ბარლეიმ.

მეიმ ბრიტანეთის პარლამენტს Brexit-ის ალტერნატიული გეგმა გუშინ წარუდგინა. ამ დოკუმენტის განხილვა 29 იანვრამდე უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი კენჭისყრაზე გაიტანენ. Brexit-ი ძალაში 29 მარტს უნდა შევიდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე