საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას - #NotInMyParliament შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 22.01.2019
ნანახია: 579

სტრასბურგში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველიმოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას - #NotInMyParliament შეუერთდა.

სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა ევროპის საბჭოსსაპარლამენტო ასამბლეამ 23 ნოემბერს წამოიწყო.

ინიციატივა მას შემდეგ შემუშავდა, რაც ასამბლეისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ერთობლივად ჩატარებულმა კვლევამ ეროვნულ პარლამენტებში სექსიზმის, შევიწროებისა და ქალთა მიმართძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი გამოავლინა.

საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე