„თალიბანის“ დამაარსებლის შვილი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 22.01.2019
ნანახია: 585

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ დამაარსებლისა და სულიერი ლიდერის მუჰამედ ომარის უფროსი ვაჟი მოლა იაკუბი პაკისტანში მოკლეს.

მედიის ცნობით, იაკუბი პაკისტანის ქალაქ კვეტიდან ჰაიბერ-ფაჰთუნჰვის პროვინციის დედაქალაქ პეშევარში ჩავიდა, სადაც ის უცნობმა პირებმა მოკლეს. სხვა წყაროს ინფორმაციით, მოლა იაკუბი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ მოკლეს.

 „თალიბანის“ წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე