ჰონდურასის საფეხბურთო ნაკრების წევრი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 11.12.2015
ნანახია: 1571

ჰონდურასის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მცველი არნოლდ პერალტა ქალაქ ლა-სეიბაში მოკლეს.

წინასწარი მონაცემებით უცნობმა პირმა 26 წლის ფეხბურთელს თავში ესროლა. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - ავტოსადგომზე მოხდა. როგორც El Heraldo წერს, პერალტაზე თავდასხმის მიზეზები უცნობია.

ეროვნული ნაკრებისა და კლუბ ”ოლიმპიას” მოთამაშე ლა-სეიბში დასასვენებლად იმყოფებოდა.

ჰონდურასი დანაშაულისა და ძალადობის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 90,4 მკვლელობა მოდის. მკვლელობების 70 პროცენტი ნარკოტრაფიკს უკავშირდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე