„მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „სილქნეტი“ მომსახურების ტარიფებს აძვირებენ

საქართველო, თბილისი - 12:28 | 21.01.2019
ნანახია: 1605

სატელეკომუნიკაციო ოპერატორები „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „სილქნეტი“ მომსახურების ტარიფებს აძვირებენ. გაძვირებული ტარიფები „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო „მაგთიკომის“ აბონენტებისათვის 18 თებერვლიდან.

კომპანიებმა შესაბამისი ინფორმაციები საკუთარ ვებგვერდებზე უკვე განათავსეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის პაკეტი „მარტივის“ ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 18 თებერვლიდან 30 ლარი იქნება. განახლებული სატარიფო გეგმით იზრდება მობილური ინტერნეტის მოცულობა და 1500 მბ იქნება, 1000 მბ-ის ნაცვლად.

იმავდროულად ახალი სატარიფო გეგმით, მცირდება მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი (1 მბ – 70 თეთრის ნაცვლად 10 თეთრი).

იცვლება ასევე „მაგთიკომის“ ინტერნეტპაკეტების პირობები. დღეს 500 მბ ინტერნეტის შეძენა 3 ლარად  იყო შესაძლებელი, ხოლო ამიერიდან მინიმალური პაკეტია 1 მბ იქნება, რომლის შეძენაც 5 არად იქნება შესაძლებელი.

 „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის სიახლე იქნება მობილური ნომრის მომსახურების ყოველთვიური საფასური, რომელის ფასი 20 თეთრის განისაზღვრა და ის  თითოეულ   აბონენტს ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩამოეჭრება. იცვლება მობილური ინტერნეტის პაკეტების ღირებულებაც:  ცვლილება ეხება ყველა პაკეტს - მცირდება 1 მბ-ის საშუალო ფასი; პაკეტებში შემავალი ინტერნეტის მოცულობის ამოწურვის შემდეგ 1 მბ-ის ფასი მცირდება 15 თეთრიდან 10 თეთრამდე. ასევე მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი მცირდება 70 თეთრიდან 10 თეთრამდე.

სატარიფო გეგმა „მეტი”-ს ღირებულება იზრდება 30 ლარამდე. იცვლება  მობილური ინტერნეტის და სმს-ის მოცულობები;

•       პაკეტში „მეტი S” შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, 1 მბ-ის ფასი 15 თეთრიდან მცირდება 10 თეთრამდე;

•       პაკეტებში შემავალი ლოკალური წუთები იმოქმედებს შემდეგ ოპერატორებთან: o მობილური ქსელი - მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი, ბილაინი; o ფიქსირებული ქსელი - მაგთი, სილქნეტი, ახალი ქსელები, ახტელი და საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია;

o ყველა სხვა ლოკალური მიმართულებით - 1 წუთი - 24 თეთრი. 

„სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური, 26-ლარიანი პაკეტი უქმდება. შესაბამისად, აბონენტებს ინტერნეტში მინიმუმ 30 ლარის გადახდა მოუწევთ (პაკეტი „სტარტი +“, 20მბ/წმ).

 დამატებითი ინფორმაციების მოძიება შეგიძლიათ აქ: "მაგთიკომი" და "ჯეოსელი"-"სილქნეტი"




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე