ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 18.01.2019
ნანახია: 797

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაგამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში  ბრალდებული ნ.წ.  დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016  წლის  18 ნოემბერს წალენჯიხისრაიონის სოფელ საჩინოში  ლ.ლ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ნ.წ.-ს ფეხის არეში დაზიანება მიაყენა. მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ ლ.ლ.-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთავიდან არიდების მიზნით ნ.წ.-მ გამოძიების ეტაპზე ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდგომ დაზარალებულის სახითდაკითხვისას საგამოძიებო ორგანოს  ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ  თითქოსდა ლ.ლ.-ს მისთვის არუსვრია და ფეხის არეში დაზიანება თვითონ მიიყენა,  სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით.  
ნ.წ.-ს ბრალდება 2018 წლის 30 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით(მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარისოდენობით.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე