კახა, შე მაგარო! - გია კორკოტაშვილი კახა კალაძეს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 18.01.2019
ნანახია: 3605

კახა, შე მაგაროო! გულწრფელად მიხარია, რომ დაიძლია ბოლობოლო ენის მოჩლექით ლაპარაკი ტირანებთან! მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა! - წერს  "ქართული მარშის" ლიდერი გია კორკოტაშვილი Facebook-ზე. ის  თბილისის მერის, კახა კალაძის, დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერმა კრიტიკის პასუხად ოპოზიციას მთაწმინდიდან გამოქანება შესთავაზა. 

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- თქვა დედაქალაქის მერმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე