ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 13-14 თებერვალს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:53 | 18.01.2019
ნანახია: 632

ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 13-14 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის პრეს-სამსახურმა განაცხადა.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-ს შტაბ-ბინაში 2019 წლის 13-14 თებერვალს გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით. შეხვედრის პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება“, -  ნათქვამია ალიანსის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ეს შეხვედრა 2019 წელს პირველად გაიმართება. წელს ალიანსი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე