ცოლმა ქმარი ტელეფონის პაროლის დამალვის გამო დაწვა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 18.01.2019
ნანახია: 781

ინდონეზიაში ცოლმა ქმარს ცეცხლი მას შემდეგ წაუკიდა, რაც მან მობილური ტელეფონის პაროლის მიცემაზე უარი უთხრა.

გოგონამ ქმარს პაროლი მაშინ სთხოვა, როდესაც ის სახლის სახურავის შეკეთებით იყო დაკავებული. მამაკაცმა უარი უთხრა, რის შემდეგც მთ შორის ჩხუბი დაიწყო. მამაკაცი სახურავიდან ჩამოვიდა და ცოლს დაარტყა.

ამის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ქალმა ქმარს ბენზინი შეასხა და სანთებელით ცეცხლი წაუკიდა.

ცეცხლი ერთ-ერთმა გამვლელმა ჩააქრო, თუმცა ორი დღის შემდეგ მამაკაცი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე