რუსეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 15:42 | 18.01.2019
ნანახია: 632

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის აშშ-სთან დიალოგისთვის, რათა გადარჩეს შეთანხმება საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ.

მისი თქმით, მოსკოვი მზდ არის ვაშინგტონთან დიალოგისთვის, ჟენევის კონსულტაციების ჩაშლის მიუხედავად. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ამ შეთანხმების გადარჩენა სურს.

ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხებიდან აშშ-ის გასვლის გამო შეიარაღებაზე კონტროლის მექანიზმს დიდი ზიანი მიადგება.

ამერიკის შეერთებული შტატები მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დატოვებას 2019 წლის 2 თებერვალს დაიწყებს, როგორც ცნობილია, დოკუმენტიდან გამოთიშვის პროცესი ექვსი თვე გაგრძელდება.

ვაშინგტონმა დოკუმენტიდან გამოთიშვის შესახებ 2018 წლის 4 დეკემბერს განაცხადა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს დოკუმენტის პირობების შესასრულებლად 60 დღე მისცა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი დოკუმენტის პირობებს არღვევს.

მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, შენახვასა და გამოყენებას უკრძალავს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე