ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

საქართველო, თბილისი - 15:22 | 18.01.2019
ნანახია: 889

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროპელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ფინანსური დახმარება ეხება რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე