მოსკოვი სირიის სამხედრო ოპერაციაში ყოველდღე 8 მლნ დოლარს ხარჯავს

საქართველო, თბილისი - 10:44 | 11.12.2015
ნანახია: 1574

რუსეთი სირიის საჰაერო ოპერაციებში კოლოსალურ თანხას ხარჯავს. ამის შესახებ სააგენტო “ბლუმბერგი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ოპერაციების საწყის ეტაპზე მოსკოვი ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარს ხარჯავდა, მას შემდეგ კი, რაც პუტინმა ავიაიერიშების გაძლიერების განკარგულება გასცა, ხარჯები ორჯერ გაიზარდა და დღეში 8 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციებს 30 სექტემბრიდან ახორციელებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე