ჰოლანდიში ვან გოგის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 18.01.2019
ნანახია: 1321

ნიდერლანდებში ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს.

ნახატი ათწლეულობის განმავლობაში ერთ-ერთი ოჯახის რელიქვია იყო და მემკვიდრეობით გადაიცემოდა.

ტელეკომპანია RTV Drenthe-ს ცნობით, ვან გოგის შესაძლო ნახატი ქალაქ დრენტეში მხარტვრის სახლ-მუზეუმს გადასცეს.

მუზეუმის ხელმძღვანელობის განცხადებით, ცოტა ხნის წინ ვან გოგჰის სახლ-მუზეუმს 92 წლის ჰააგელმა ქალმა აჩუქა მცირე ზომის ნახატი. ტილოზე გამოსახულია ბარის ინტერიერი და წარწერა „ვინსენტი“

მხატვარი გარკვეული დროით ჰააგაში ცხოვრობდა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ნახატი მას ეკუთვნოდეს.

ნახატის ნამდვილობის დადგენას ერთი წელი დასჭირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე