Facebook-მა 512 რუსული გვერდი და ანგარიში წაშალა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 17.01.2019
ნანახია: 650

კომპანია Facebook-მა თავისი სოციალური ქსელიდან და Instagram-დან რუსეთთან დაკავშირებული და პროპაგანდისთვის გამოყენებული 512 გვერდი და ანგარიში წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის კიბერუსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელმა ნათანიელ გლეიჰერმა განაცხადა.

 „როგორც აღმოვაჩინეთ, რუსეთიდან მოდიოდა ორი ოპერაცია: ერთ-ერთი მათგანი ტარდებოდა რიგ ქვეყნებში, მეორე კი მხოლოდ უკრაინაში. ამ ოპერაციებში გამოყენებული იყო მსგავსი ტაქტიკა - შეექმნათ ანგარიშების ქსელი, რათა დაემალათ მათი წარმომავლობა და მიზნები“, - ნათქვამია გლეიჰერის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პირველი ოპერაცია ეხებოდა ბალტიის ქვეყნებს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. ამ ქმედებების წინააღმდეგ Facebook-მა წაშალა 364 გვერდი და ანგარიში. მათი თემატიკა იყო ნატო-ს კრიტიკა, პროტეტსები და კორუფციის პრობლემები.

Facebook-ის შეფასებით ამ გვრდებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებზე 135 ათასი დოლარი დაიხარჯა. პუბლიკაციები 2013 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრამდე ქვეყნდებოდა.

მეორე ოპეარციის დროს, რომელიც უკრაინას ეხებოდა, ფეიკი გვერდების საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაციები ნატო-ს, საპროტესტო აქციებისა და ჯანდაცვის შესახებ. სულ Facebook-მა სოციალურ ქსელში  წაშალა 26 გვერდი, 77 ანგარიში და 4 ჯგუფი. ასევე Instagram-ის 41 ანაგარიში. 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ამ გვერდებზე განთავსებული პუბლიკაციებისთვის 25 ათასი დოლარი იყო გამოყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე