ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის - აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველო, თბილისი - 16:27 | 17.01.2019
ნანახია: 650

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. დაშავებულთა შორის მცირეწლოვნიია, ხუთმა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა. იაშვილის სახელობის საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმაც, პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე