თურქეთის საელჩო საქართველოში თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძირებს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 17.01.2019
ნანახია: 873

თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, 16 იანვარს, ბუნებრივი გაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქის დაღუპვის გამო. ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრების ტკივილს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. დაშავებულთა შორის მცირეწლოვნიია, ხუთმა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა. იაშვილის სახელობის საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმაც, პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე