Brexit-ის ახალ გეგმას ბრიტანეთის პარლამენტი კენჭს 29 იანვარს უყრის

საქართველო, თბილისი - 15:34 | 17.01.2019
ნანახია: 638

ბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის ახალ პირობებს კენჭს 29 იანვარს უყრის. მთავრობა 21 იანვარს მორიგ გეგმას წარადგენს.

ტერეზა მეიმ, რომელმაც პარალმენტის უნდობლობის ვოტუმი თავიდან აიცილა, განაცხადა, რომ მთავრობა Brexit-ის შესახებ შეთანხმების გეგმას 21 იანვარს წარადგნეს.

როგორც ცნობილია, სამშაბათს ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შეთანხმება ჩააგდო.

„გეგმა ბ“-ს შინაარსის შესახებ ამ დროისთვის არაფერია ცნობილი. მთავრობა საპარლამენტო ფრაქციებთან ვროკავშირიდამ გასვლის პირობების შესახებ კონსულტაციებს მართავს. კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ლეიბორისტებმა თქვეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მეის მთავრობას არ შეუძლია ქვეყნის მართვა და მომგებიანი პირობებით ევროკავშირიდან ბრიტანეთის გაყვანა.

პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა მეის სთხოვა Brexit-ის პოზიციების შერბილება, თუმცა მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე