ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 17.01.2019
ნანახია: 754

ქუთაისშისატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი მსუბუქად დაშავდა. სატვირთო ავტომანქანა კი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.

შემთხვევა ე.წ წყალწითელას ხიდზე მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე