დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:12 | 17.01.2019
ნანახია: 887

დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში, გაზგამანაწილებელი კომპანია  „ყაზტრანსგაზის“ იმ თანამშრომლებს კითხავენ, რომლებიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. 

შსს-ში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები დიდი დიღმის პოლიციაში დასაკითხად გუშინ გვიან ღამითაც იყვნენ დაბარებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აფეთქება დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, ხოლო 8 მოქალაქე დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე