აშშ: ”ისლამური სახელმწიფო” ნავთობის გაყიდვიდან თვეში 40 მლნ დოლარს გამოიმუშავებს

საქართველო, თბილისი - 09:58 | 11.12.2015
ნანახია: 1596

ექსტრემისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფო” თვეში 40 მლნ დოლარს გამოიმუშავებს ნავთობით ვაჭრობის შედეგად. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოხსენებაშია ნათქვამი. ხაზინის წარმომადგენელის ადამ შუბინის თქმით, მოპოვებული ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს ისლამისტებისგან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავრობა ყიდულობს, ამის გარდა ნავთობი თურქეთშიც იგზავნება. ტერორისტები ასევე ძარცვავენ ბანკებს, ყიდიან არტეფაქტებს.

მისივე თქმით, სულ ერთი წლის განმავლობაში ”ისლამურმა სახელმწიფომ” ნავთობის გაყიდვიდან და ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ბანკებიდან 500 მლნ დოლარი მიიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე