ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალშია

საქართველო, თბილისი - 11:15 | 16.01.2019
ნანახია: 1258

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგში კარიერის საუკეთესო, მე-20 ადგილზეა, იტალიელი სტეფანო ტრავალია დაძაბულ, 5-სეტიან ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.

1/16 ფინალში ბასილაშვილს გაცილებით სერიოზული მეტოქე ელოდება - ეს არის ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რომელიც მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. მას ავსტრალიის მიმდინარე ღია პირველობაზე ორივე მატჩი 4 სეტში აქვს მოგებული - პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის (54) მოუგო, ახლა კი 32 წლის სერბი ვიკტორ ტროიცკი (200) დაამარცხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე