ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:02 | 15.01.2019
ნანახია: 1293

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის 41 წლის მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ შსს-ში განაცხადეს.

შემთხვევა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში მოხდა. ორი ნიღბიანი თავს დაესხა მიხაილ მასლოვს. მათ მასლოვი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მიღებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

მამაკაცი რუსეთის ქალაქ კოსტრომიდან იყო და აფხაზეთში საცხოვრებლად ხუთი წლის წინ ჩავიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე