ჩემთვის ადვილი იქნებოდა უკრაინელებისთვის მათი ეკლესიის დამოუკიდებლობა მიმელოცა, მაგრამ როგორც პრეზიდენტს დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:17 | 15.01.2019
ნანახია: 643

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხს კიდევ ერთხელ, ამჯერად მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ეხმიანება.

„ჩვენი ქვეყნის წარსული ისტორიის გათვალისწინებით, პიროვნულად, ჩემთვის ადვილი იქნებოდა უკრაინელებისთვის მათი ეკლესიის დამოუკიდებლობა მიმელოცა, მაგრამ როგორც პრეზიდენტს დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. თუ საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს გარკვეული მოსალოდნელი შედეგების გამო, მე არ შემიძლია კიდევ უფრო მეტად დავამძიმო სიტუაცია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 5 იანვარს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს, რითაც გამარჯვებით დასრულდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა.

საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენციისას, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ვერ მიულოცავს ავტოკეფალიის მინიჭებას, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე