ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბიჭის ამოყვანას მაშველები მესამე დღეა ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 16:13 | 15.01.2019
ნანახია: 745

ესპანეთში უპრეცენდენტო ოპერაცია მიმდინარეობს 2 წლის ბიჭის გადასარჩენად, რომელიც ღრმა ჭაში ჩავარდა. ოპერაციაში მონაწილეობს 100-მდე მაშველი და სამართალდამცველი.

მალაგას პროვინციის ტოტალანის მუნიციპალიტეტში 2 წლის ხულენი კვირას გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ვიწრო და ღრმა ტექნიკურ ჭაში ჩავარდა. ჭის გვერდით ნაპოვნია ტკბილეულით სავსე პარკი და ერთჯერადი ჭიქა.

ჭა 100 მეტრის სიღრმისაა, მისი დიამეტრი კი მხოლოდ 25 სმ-ს შეადგენს, რაც ჭაში ჩასვლას ართულებს.

ჭის ფსკერზე კამერის ჩაშვება წარუმატებლად დამთავრდა. რობოტმა მხოლოდ 70 მეტრის სიღრმეში ჩააღწია.

ასევე განიხილებოდა გვერდით ახალი ჭის გათხრის საკითხი, რათა მაშველებს ჭის ქვედა ნაწილში შეღწევა მოეხერხებინათ, თუმცა გრუნტის ჩანგრევის საფრთხის გამო ეს შეუძლებელი გახდა.

შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გვერდით ჰორიზონტალური გვირაბის გათხრის გადაწყვეტილება მიიღო. გვირაბის სიგრძე 80 მეტრს შეადგენს.

სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლის ბერნანდო მოლტოს თქმით, სამუშაოები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ბავშვს არ იპოვიან.

ბიჭის მშობლებს კიდევ ერთი შვილი გასულ წელს, 3 წლის ასაკში დაეღუპათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე