სომხეთში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 15.01.2019
ნანახია: 650

სომხეთში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცია.

უწყების ცნობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

სომხეთში ეს H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, პირველი შემთხვევა 11 იანვარს დაფიქსირდა.   

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანია გარდაცვლილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე