პარიზის ოპერა რუს ბალერონს, რომელსაც მკერდზე პუტინის გამოსახულებიანი ტატუ აქვს, თეატრში არ მიიწვევს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 14:51 | 15.01.2019
ნანახია: 2111

პარიზის ოპერამ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიწვიოს უკრაინული წარმოშობის რუსი მოცეკვავე სერგეი პოლუნინი სპექტაკლში „გედების ტბა“, რომელიც თებერვალში უნდა გაიმართოს.

„სერგეი პოლუნინის საჯარო გამონათქვამების გამო საბალეტო დასის დირექტორმა ორელი დიუპონმა მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს არტისტისთვის გაგზავნილი მიწვევა. მისი სიტყვები არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს“, - ნათქვამია პარიზის ოპერის ხელმძღვანელობის განცხადებაში.

France 24-ის ცნობით, პოლუნინმა თავის Instagram-ზე ჰომოსექსუალ მოცეკვავეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი, ხოლო ქალი - ქალი. მამაკაცისა და ქალის ენერგია ქმნის ბალანსს. აი ამიტომ გაქვთ მამაკაცის სასქესო ორგანო. იგივეს ვამბობ სხვა მამაკაცებზეც. კაცებო, რა გჭირთ? მსოფლიოში ქალები ცდილობენ მამაკაცების როლი შეასრულონ, იმიტომ რომ მათთან სექსი არ გაქვთ და სამარცხვინოები ხართ“,- წერს ბალერონი.  

პოლუნინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხურვალე მხარდამჭერია. მან მკერდზე დაიხატა ტატუ პუტინის გამოსახულებით. 2018 წელის 30 ნოემბერს კი რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე