სოციალურ ქსელში ლგბტ პირების წინააღმდეგ „სპეცდანიშნულების ჯგუფის“ შექმნის შესახებ პოსტის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:52 | 15.01.2019
ნანახია: 744

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობრივი მოწოდების გამო გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისში მიმდინარეობს გამოძიება ა.ჯ.-ს მიერ facebook-ზე გავრცელებული პოსტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.

ცნობისთვის, Facebook-ის მომხმარებელმა ა.ჯ.-მ საკუთარ გვერდზე ლგბტ პირების წინააღმდეგ „სპეცდანიშნულების ჯგუფის“ შექმნა დააანონსა, რომელიც, მისივე თქმით, „საქართველოს ნებისმიერ წერტილში გაანეიტრალებს მაგ სოდომისტების გამოჩენას“.

„ლგბტ სექტის წინააღმდეგ ვიწყებთ სპეც დანიშნულების ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ნებისმიერ წერტილში გაანეიტრალებს მაგ სოდომისტების გამოჩენას. ეს არის 21 საუკუნის კიბო რომელიც ფესვებიდან უნდა აღმოვფხვრათ, რადგან მომავალ თაობებს წარმოდგენაც კი არ ქონდეთ მსგავს რამეებზე საქართველოში. დაინტერესებულმებმა მომწერეთ პირადში. ერთად საქართველოს პიდარასტებისაგან განსაწნენდადად. კურთხევა გვაქვს მიღებული რუის ურბნისის მეტროპოლიტ მეუფე იობისაგან!!! გთხოვთ გავაზიაროთ თანამემამულენო“, - დაწერა ა.ჯ.-მ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე