ბათუმში ორი ავტომობილი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 15.01.2019
ნანახია: 724

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის წინ ორი მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. 

ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა ავტომანქანებთან უცნობი პირი დააფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე