საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან

საქართველო, თბილისი - 13:29 | 15.01.2019
ნანახია: 682

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს - ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან.

შეხვედრაზე ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასა და შერჩევის კრიტერიუმებს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, შეხვედრის ინიციატივა ფრაქციის მხრიდან იყო.

„მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, რადგან ვარ საბჭოს წევრი, მაქვს მეტი ინფორმაცია, მეტი გამოცდილება, ამდენი ხანია სისტემაში ვარ და ვფიქრობ, შემიძლია, ამაზე ღიად საუბარი. მზად ვარ, ყველას გავუზიარო ჩემი მოსაზრებები, ხედვები და დეტალები, რაც ჩვენ მიერ წარდგენილ პროექტში წერია“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე