ტრამპი თეთრ სახლში მიწვეულ სტუმრებს პიცითა და კარტოფილის ფრით გაუმასპინძლდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:24 | 15.01.2019
ნანახია: 664

აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიწვეულ ფეხბურთელებს ფასტფუდით გაუმასპინძლდა. აშშ-ის პრეზიდენტმა სტუმრებისთვის 300 ჰამბურგერი და კარტოფილის ფრი შეუკვეთა.

როგორც Washington Post-ი წერს, ტრამპმა თავისი ანგარიშიდან Clemson Tigers-ის მოთამაშეებთან შესახვედრად შეუკვეთა პიცა, ასევე McDonald's-ის, Burger King-ისა და Wendy's-ის მენიუ. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ფასტფუდის მოყვარულია, თავისი არჩევანის კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ეს შესანიშნავი ამერიკული საჭმელია.

თეთრ სახლში გამართული ბანკეტისთვის უჩვეულო მენიუს შერჩევას თავისი ახსნა აქვს. „შათდაუნის“ გამო უხელფასო შვებულებაში იმყოფება პერსონალის ნაწილი, რომელიც ასეთი ღონისძიებების მომსახურებით არის დაკავებული.

ტრამპმა ფეხბურთელებს ხუმრობით უთხრა, რომ შეეძლო პირველი ლედისთვის რამდენიმე სახელდახელო სალათის მომზადება ეთხოვა, თუმცა გადაწყვიტა, რომ სტუმრებს ჰამბურგერები უფრო მოეწონებოდათ.

აშშ-ის ფედერალური უწყებები უკვე 24 დღეა არ მუშაობენ. ეს „შათდაუნი“ ქვეყნის ისტორიაში რეკორდული გახდა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე