გდანსკში მერის მკვლელობის გამო გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 12:58 | 15.01.2019
ნანახია: 558

გდანსკში ქალაქის მერის პაველ ადამოვიჩის მკვლელობის გამო გლოვა გამოცხადდა. ის სამშაბათიდან დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება.

მანამდე სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ვარშავაშიც. ასევე პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ადამოვიჩის დაკრძალვის დღეს საერთო ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადებს.

დანით შეიარაღებული მამაკაცი ადამოვიჩს გდანსკში საქველმოქმედო კონცერტის დროს დაესხა თავს და მერს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის გულის არეში. ადამოვიჩს ოპეარცია ჩაუტარდა, თუმცა ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

თავდამსხმელი დაკავებულია. მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე