არიზონაში ავტომაგისტრალი შოკოლადის მდინარემ დაფარა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:50 | 15.01.2019
ნანახია: 765

ამერიკის არიზონას შტატში ავტომაგისტრალზე 13 300 ლიტრი თხევადი შოკოლადი დაიღვარა (ვიდეო). შოკოლადის მდინარემ ფლაგსტაფის აღმოსავლეთით ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეაფერხა.

არსებული ინფორმაციით, თხევადი შოკოლადით სავსე ავტოცისტერნა გზაზე გადაბრუნდა.

გზის გასუფთავებას ოთხი საათი დასჭირდა, რის შემდეგაც ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე