ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა Brexit-ის შესახებ კენჭისყრის გამო მშობიარობა გადადო

საქართველო, თბილისი - 11:38 | 15.01.2019
ნანახია: 612

ბრიტანთის პარლამენტის დეპუტატმა, ლეიბორისტული პარტიიდან, ტულიპ სიდიკმა განაცხადა, რომ მშობიარობას დღეს დანიშნული Brexit-ის შესახებ კენჭისყრის გამო გადადებს.

დღეს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ევროკავშირთან შეთანხებას. ამ კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული არამხოლოდ Brexit-ის, არამედ მთელი ქვეყნის მომავალიც.

თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა (რაც სრულიად შესაძლებელია, რადგან წინასწარი პროგნოზით, შეთანხებას ხმას 200 დეპუტატი მისცემს, 400-ზე მეტი კი წინააღმდეგ წავა), განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის ევროკავშირიდან გასვლა შეთანხმების გარეშე, რაც გაერთიანებული სამეფოსთვის, შესაძლოა კატასტროფად იქცეს და ახალი არჩევნები ან ახალი რეფერენდუმი. არჩევნებიც და რეფერენდუმიც მოითხოსვს Brexit-ის გადადებას უფრო შორეული ვადით.

სიდიკმა საკეისრო კვეთის ოპერაცია ორი დღით გადადო, იმის მიუხედავად, რომ მძიმე ორსულობა ჰქონდა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. ოქტომბერში ბრიტანეთის მთავრობა და ევროპკავშირი მრავლარიცხოვანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების ტექსტზე შეთანხმდა. მაგრამ უკვე დეკემბერში ბრიტანეთის ხელისუფლება შეთანხმების გარეშე Brexit-ის სამზადისზე ალაპარაკდა, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტს ჯერ არ მოუხდენია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე