ირმა ნიორაძე 50 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 15.01.2019
ნანახია: 1918

ირმა ნიორაძე დღეს იუბილარია. ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე დღეს 50 წლის გახდა. ის 1969 წლის 15 იანვარს დაიბადა. 1987 წელს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებილისდამთავრების შემდეგ (პედაგოგები სერაფიმავეკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი) ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადის სტაჟირებას (1987-88, პედაგონი ლიუდმილა საფრონოვა).

1989-1990 წლებში თბილისის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მის რეპერტუარშია მთავარი როლები ბალეტებში„ჟიზელი“, „სერენადა“, „დემონი“. 1990 წელს გახდა საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი ჯეკსონში, აშშ. რეპეტიტორი ნატალია ზოლოტოვა.

1991 წელს სტაჟირებას გადის დანიის სამეფო ბალეტში (კოპენჰაგენი).

1992 წელს წამყვანი სოლისტია მარიინსკის თეატრის საბალეტო დასისა (პედაგოგები ნინელი კურგაპკინა და ოლგა მოისეევა). რეპერტუარი: მთავარი როლები ბალეტებში „გედების ტბა“ (ქორეოგრაფი მ. ფოკინი, ლ. ივანოვი), „დონ კიხოტი“ (ქორეოგ. ა. გორსკი), „ბაიადერკა“, „ლეგენდა სიყვარულზე“ (ქორეოგ. ი. გრიგოროვიჩი), „კორსარი“ (ქორ. მ. პეტიპა), „მძინარე მზეთუნახავი“ (ქორ. ს. ვიხარევი), „შეჰერაზადა“ (ქორ. მ. ფოკინი), „კარმენ-სიუიტა“ (ქორ. პ. პეტი), „რაიმონდა“ (ქორ. მ. პეტიპი, ი. გრიგოროვიჩი), „ბახჩისარაის შადრევანი“, „გოია“, „სერაფიტას კოცნა“ (ქორ. ა. როტმანსკი), „სიმფონია დო მაჟორი“ („ბროლის სასახლე“, ქორ. დ. ბალანჩინი) და სხვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე