ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დაკეტეს

საქართველო, თბილისი - 16:58 | 14.01.2019
ნანახია: 778

 

მცხეთაში, ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა დაკეტეს. ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

როგორც პირველ არხს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგიტა კაპანაძემ განუცხადა, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს.

„დღეს მონასტერი დაკეტილია, რაც ალბათ მეექვსე საუკუნის მერე არ მომხდარა. საქმის კურსში ჩავაყენე საპატრიარქო, სადაც ამ ფაქტის შესახებ არ იცოდნენ და მიპასუხეს, რომ საკითხში გაერკვევიან. მამა კონსტანტინეს მხრიდან მსგავსი გაფრთხილება იყო, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა ტერიტორიიდან, მონასტერს დაკეტავდა. ეს კი მათი მხრიდან უსამართლო მოთხოვნაა,“ – განაცხადა გოგიტა კაპანაძემ.

მისი თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მამა კონსტანტინეს მოთხოვნაა.

„სასულიერო პირები ზაფხულიდან ითხოვენ, რომ მონასტრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები გავიყვანოთ, თუმცა ეს შეუძლებელია და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. იქ დგანან ადამიანები, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ და ისინი დგანან იმ ტერიტორიაზე, რომელიც არც მონასტერს ეკუთვნის და არც მუნიციპალიტეტს – ის არის სახელმწიფოს საკუთრება. მათი ვაჭრობით ხელს არავის უშლიან. როგორც იცით, მცხეთაში მშენებლობებზე არის მორატორიუმი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნებართვა მივცეთ ამ ადამიანებს, რომ მათ საკუთარ ეზოებში რამე ააშენონ ან ღობეები გახსნან და ისე ივაჭრონ, შესაბამისად, ვერ ხდება ალტერნატივის შეთავაზება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ადამიანებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს ვერ გადავუკეტავთ“ – აცხადებს გოგიტა კაპანაძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე