კვერცხის ფოტომ Instagram-ზე ლაიქების რეკორდი მოხსნა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 14.01.2019
ნანახია: 1283

ქათმის კვერცხის ფოტომ Instagram-ზე 26 მილიონზე მეტი ლაიქი მოაგროვა და სოციალურ ქსელში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ფოტო @world_record_egg-ის ანგარიშში გამოქვეყნდა, რომლის შემქმნელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ სურდა მოდელ კაილი ჯენერის პოსტის რეკორდი მოეხსნა, სადაც მისი ახალშობილი ქალიშვილი იყო აღბეჭდილი.

 „მოვხსნათ მოქმედი რეკორდი, რომელიც კაილი ჯნერს ეკუთვნის (18 მლნ)“, - აღნიშნა მან.

მედია წერს, რომ ანგარიშის მფლობელმა თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე