პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონის დაბადების აღსანიშნავ წვეულებას არ დაესწრნენ

საქართველო, თბილისი - 15:31 | 14.01.2019
ნანახია: 1388

პრინც უილიამის ცოლის ქეით მიდლტონის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ ესწრებოდნენ. ამის შესახებ  The Sun-ი იუწყება.

ქეით მიდლტონმა თავისი 37-ე დაბადების დღე ვიწრო წრეში, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ნორფოლკში აღნიშნა.

ამასთან უცნობია, წვეულებაზე მიწვეულნი იყვნენ თუ  არა სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია. მანამდე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი არ იმყოფებოდნენ ღონისძიებაზე, რომელსაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ესწრებოდნენ. ასევე ცნობილია, რომ ისინი უინძორში გადასვლას აპირებენ კენსინგტონიდან, სადაც უილიამთან და ქეითთან ერთად ცხოვრობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე