საქართველოს ბანკის ახალი გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე იქნება
საქართველო, თბილისი - 13:30 | 10.01.2019 ნანახია: 1874საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ახალი გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ განაცხადა. არჩილი საქართველოს ბანკის ჯგუფს 2019 წლის 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს, ასევე გახდება დირექტორთა საბჭოს წევრი.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ბანკის ჯგუფს სათავეში ჩაუდგება არჩილ გაჩეჩილაძე. მან
ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, როდესაც წარადგინა საკუთარი ხედვა და სტარტეგია. არჩილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროში არაერთი მიმართულებით ზრდის შესახებ. არჩილი არის ძლიერი ბიზნეს ლიდერი და მას შესწევს უნარი საქართველოს ბანკი მნიშვნელოვანი კორპორაციული ცვლილებების შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნილ ჯანინმა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. საქართველოს ბანკი არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება განავითაროს და შესთავაზოს მომხმარებელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ მიმართულებით საბანკო მომსახურებას საქართველოში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
არჩილ გაჩეჩილაძეს დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის იგი კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორის პოსტს და ამავდროულად, კომპანია ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი ასევე გახლდათ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით, ასევე კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი. არჩილი იკავებდა პოზიციებს მსოფლიოში წამყვან კომპანიებში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა