მირანდა კერი მოდის ჟურნალისთვის გაშიშვლდა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 10.12.2015
ნანახია: 2829

ავსტრალიური ჟურნალის Harper's Bazaar-ის იანვრის ნომერს რამდენიმე საათში გაყიდვას უწინასწარმეტყველებენ. ნომრის ყდას მწვანე კონტინენტის სიამყის - 32 წლის ტოპ-მოდელის მირანდა კერის სრულიად შიშველი ფოტო ამშვენებს.

მაშინ, როცა ჟურნალმა Playboy-მ შიშველი მოდელების ფოტოსურათების გამოქვეყნება შეწყვიტა, Harper's Bazaar-ის რედაქციამ ყდაზე სრულიად შიშველი მირანდა კერი განათავსა. პიკანტურმა კადრმა ავსტრალიური გამოცემის იანვრის ნომერი დაამშვენა.

 საზოგადოებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფოტოსურათია ხელმისაწვდომი. თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფოტოსესია ფრიად პროვოკაციული გამოდგა. ფოტოზე ცნობილი მოდელი მხოლოდ Christian Louboutin-ის ფეხსაცმლითა და Swarovski-ის სამკაულებით პოზირებს.

ორლანდო ბლუმის ყოფილ ცოლს, 32 წლის ლამაზმანს ადრეც არაერთხელ დაუმშვენებია გამოცემები და სარეკლამო ფოტოები. მართლაც, როგორ შეიძლება ამ სილამაზის დამალვა?



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე