ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების თემაზე ჯერ კიდევ 3 თვის წინ მისვამდნენ კითხვებს - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 16:53 | 27.12.2018
ნანახია: 783

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, ხალხი შეცდომაში შეყავთ, რადგან მოსამართლეების თემაზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. 

„მგონია, რომ ხდება ხალხის შეცდომაში შეყვანა. მოსამართლეების თემას რაც შეეხება, ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენ ეს საკითხები არ განგვიხილია. რატომ ხდება იმის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას თითქოს ვაპარებთ საზოგადოებას?  ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ყოველშემთხვევაში მე არ დავსწრებივარ უმრავლესობის იმ სხდომას, სადაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,-განაცხადა კილაძემ. 

მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ ხდება ბესელიას თანამდებობის დატოვების დაკავშირება მოსამართლეების თემასთან. კილაძე აღნიშნავს, რომ ბესელიას თანამდებობის დატოვების შესახებ ჟურნალისტები კილაძეს კითხვებს 3 თვის წინ უსვამდნენ. 

 

„ ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების თემაზე ჯერ კიდევ მისვამდნენ კითხვებს 3 თვის წინ და შეგიძლიათ დასერჩოთ გუგლში.  რატომ ხდება ამ თემის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარი კი არა, გასაგები თემაა, რადგან ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას“,-თქვა სოფო კილაძემ. 

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ გაუძღვა. მან კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე