თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა - ბესელია კილაძეს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 27.12.2018
ნანახია: 1094

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართა, რომ ახლა უკვე ესმის, რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან „კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით“. 

რაზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ უხარია თუ კილაძეს და სამადაშვილს საერთო პოზიცია აქვთ. 

„ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებების კომიტეტში ასე არის, რომ თითოეულ ადამიანს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება“, - განაცხადა სოფო კილაძემ, რაზეც ეკა ბესელიამ უპასუხა: 

„ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა“, - უთხრა ბესელიამ კილაძეს. 

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ გაუძღვა. მან კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა. 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე