9 წლის გერმანელმა ბიჭმა, რომელსაც საშობაო საჩუქრები არ მოეწონა, პოლიცია გამოიძახა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 27.12.2018
ნანახია: 227

გერმანიაში 9 წლის ბიჭმა, რომელსაც საშობაო საჩუქრები არ მოეწონა, პოლიცია გამოიძახა. ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვემო საქსონიაში, გამოძახებაზე მისულ პოლიციელებს დახვდთ ძალიან გაბრაზებული ბიჭი, რომელმაც მათ შობის წინ შედგენილი სურვილების სია წარუდგინა. ეს სია სრულებით არ ემთხვეოდა იმ საჩუქრებს, რომლებიც ნაძვის ხის ქვეშ ელაგა.

ბიჭს აუხსნეს, რომ ვაინახტსმანი (გერმანელი თოვლის პაპა) მოხუცდა და სავარაუდოდ საჩუქრები აერია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე