სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 27.12.2018
ნანახია: 241

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიებად თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან შონიამ ნაწილობრივ აღიარა ბრალი. საუბარია 10 000 დოლარის მიღების ფაქტზე, თუმცა აღნიშნა, რომ მას ეს თანხა უკანონო საჩუქრის სახით არ აუღია.

ადვოკატის განცხადებით, ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა. ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანისთვის განკუთვნილი, რაც ბიზნესმენმა გადარიცხა მისი კეთილი ნებით. აუცილებლად მოხდება ამ თანხის დეკლარირება“, – განაცხადა ადვოკატმა.

სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირებიც არიან ბრალდებული, მათ შორის ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში. „21 000 დოლარი რომ ქრთამის სახით აიღეს, ეს დასტურდება. შონიას შემთხვევაში, საქმეში ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით უკანონო საჩუქრის მიღება მტკიცდება. პროკურორის თქმით, შონიას გვარი დანარჩენი ოთხი პირის ბრალდების საქმეში არსებულ ჩანაწერში გამოიკვეთა და ამ მოტივით გაერთიანდა საქმეები“, – განაცხადა პროკურორმა.

წინასასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე