კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა Acer - Predator Thronos უკვე ელიტ ელექტრონიქსშია

საქართველო, თბილისი - 17:42 | 26.12.2018
ნანახია: 1642

ექსკლუზიურად მხოლოდ საახალწლოდ, ელიტ ელექტრონიქსს ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული სტუმარი ეწვია Acer-ის ოჯახიდან, ეს Predator Thronos-ია!

Acer კიბერსპორტის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის დიდი ხანია Predator-ის სახელით აწარმოებს კომპიუტერებს და აქსესუარებს. ამჯერადაც საუკეთესო მონაცემების მქონე ატრიბუტებით აღჭურვილი Thronos-ი შემოგვთავაზა, რომელიც ნებისმიერი გეიმერის გულს დაიპყრობს. Predator Thronos-ით თამაში სრულიად ახალი გამოცდილება და შეგრძნებებია!

Predator Thronos არის უახლესი მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს სამ 27ინჩიან მონიტორს, პროცესორ Predator Orion 9000-ს, მაუს Predator Cestus 510 gaming-ს, კლავიატურა Aethon 500 gaming-ს, ყურსასმენ Predator Galea 300 Gaming-ს და რა თქმა უნდა ყველაზე კომფორტულ სკამს, რომელიც რეგულირდება რათა იდეალურად მოერგოს სასურველ პოზიციას. ეს ყველაფერი განუმეორებელ გამოცდილებას ქმნის ნებისმიერი გეიმერისთვის.

25 დეკემბერს Acer-მა და ელიტ ელექტრონიქსმა Predator Thronos-სთან დაკავშირებით ჩაატარეს ჩემპიონატი პოპულარულ თამაშ Fortnite-ში და გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშეები, საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს საჩუქრად გადაეცათ Acer-ის პლანშეტი და Predator-ის ჩანთა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს არაჩვეულებრივი და დაძაბული სანახაობისთვის და ვულოცავთ გამარჯვებულებს.

Predator Thronos-ზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო მიმოხილვა:  https://we.tl/t-Hp6Ub10keU

ელიტ ელექტრონიქსი გილოცავთ ახალს!






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე