თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 26.12.2018
ნანახია: 207

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 0.014 თეთრით მცირდება.

ცნობისთვის, ამჟამად ბუნებრივ აირზე თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია. ახალი გადაწყვეტილებით კი, სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იქნება.

ახალი ტარიფი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ აბონენტებს შეეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე