მეგან მარკლი დ ქეით მიდლტონი საშობაოდ ელისაბედ მეორემ შეარიგა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 26.12.2018
ნანახია: 1704

მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი საშობაოდ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორისა და პრინც ჩარლზის მოთხოვნით შერიგდნენ. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი სამეფო ოჯახის წყაროზე დაყრდნობით წერს.

რძლები სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად საშობაო წირვაზე იმყოფებოდნენ. ფოტოებიდან ჩანს, რომ ქეითი და მეგანი ერთმანეთის გვერდით დგანან და ყოველგვარი იძულების გარეშე ერთმანეთს უღიმიან და ესაუბრებიან.

ტაბლოიდი წერს, რომ დედოფალმა და პრინც ჩარლზამა მათ კონფლიქტში ღია ჩარევის გარეშე ქეითსა და მეგანს აგრძნობინეს, რომ სანდრინგემში ტრადიციული საშობაო წირვის დროს უსიამოვნების დრო არ იყო.

 „დიახ, ეს იყო უხერხულობა და დისკომფორტი, რაც ბოლო 12 თვის განმავლობაში ხდებოდა“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

The Sun-- აღნიშნავს, რომ ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლმა შობის დღესასწაულზე ურყევი ერთიანობა აჩვენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე